იეჰოვას მოწმეები

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები, რას წარმოადგენენ და რისი სწამთ მათ?

სახელი იეჰოვა (ან იაჰვე, რომელსაც კათოლიკური “იერუსალიმური ბიბლია” და ზოგიერთი სწავლული უპირატესობას ანიჭებს) თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება ებრაული წერილების დედანში. ბიბლიის თარგმანების უმეტესობაში ეს სახელი თარგმნილია, როგორც “ღმერთი” ან “უფალი”. თუმცა იეჰოვას მოწმეები მის ასეთი სახით თარგმნას დაუშვებლად მიიჩნევენ.

იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი სახელწოდება ძველი აღთქმიდან, ესაიას 43-ე თავიდან, აიღეს. ამ თავში მსოფლიო სასამართლო დარბაზად არის წარმოდგენილი: ყველა ერის ღმერთები მოწვეული არიან, რათა მოწმეები გამოიყვანონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ან იეჰოვას მხრიდან წარდგენილ მოწმეებს მოუსმინონ და ჭეშმარიტება აღიარონ. იეჰოვა უცხადებს თავის ხალხს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი [იეჰოვა] და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი [იეჰოვა] და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!» (ესაია 43:10, 11).

ღმერთს ყოველთვის ჰყავდა მოწმეები დედამიწაზე. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში ჩამოთვლილია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი. ებრაელთა 12:1-ში კი ნათქვამია: “ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი”. მანამდე იესოს ნათქვამი ჰქონდა პონტოელი პილატესთვის: “მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო”. მას ეწოდება “მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი” (იოანე 18:37; გამოცხადება 3:14). იესომ უთხრა თავის მოციქულებს: “თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე” (საქმეები 1:8).

დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000-ზე მეტი ადამიანი ქადაგებს იეჰოვას მოწმეების მრწამსს. საგუშაგო კოშკის მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს 19 000-მდე იეჰოვას მოწმე იყო, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ჯამში 4 251 335 საათი გაატარეს ქადაგებაში.

 

მათი თანამედროვე განვითარება და ზრდა

იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ას წელზე მეტი ხნის წინათ იღებს სათავეს. 1870-იან წლებში ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ, ამჟამად პიტსბურგის ნაწილი) პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ჯგუფის ორგანიზატორი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1879 წლის ივლისში პირველად გამოქვეყნდა ჟურნალი “სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე”. 1880 წლისთვის ბიბლიის შემსწავლელთა ერთი პატარა ჯგუფიდან ათობით კრება ჩამოყალიბდა ახლომდებარე შტატებში. 1881 წელს შეიქმნა სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს. საზოგადოებას ჩ. რასელი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება “საგუშაგო კოშკი” ეწოდა. ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ქადაგებდა და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა კარდაკარ. 1888 წელს 50 ადამიანი მსახურობდა სრული დროით, ამჟამად კი დაახლოებით 700 000 სრული დროით მსახურია.

საგუშაგო კოშკის შენობა, ბრუკლინის რაიონი, ნიუ-იორკი, აშშ


 

1909 წლისათვის ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და საზოგადოების მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანეს, სადაც ახლაც მდებარეობს. ქადაგებები გაზეთებში ქვეყნდებოდა და 1913 წლისათვის ოთხ ენაზე იბეჭდებოდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 3 000 გაზეთში. ასობით მილიონი წიგნი, ბროშურა და ტრაქტატი ვრცელდებოდა.

1912 წელს “შემოქმედების ფოტოდრამაზე” დაიწყეს მუშაობა. სლაიდებითა და გახმოვანებული, მოძრავი სურათებით წარმოდგენილი იყო პერიოდი დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიან მეფობამდე. სეანსები, რომლებსაც ყოველდღიურად 35 000 მაყურებელი ესწრებოდა, 1914 წელს დაიწყო. ეს ფოტოდრამა ხმოვანი კინოს განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.

 

1914 წელი

ჩარლზ ტეიზ რასელი

გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა. 1876 წელს ბიბლიის მკვლევარმა ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა სტატია “როდის დასრულდება წარმართთა ჟამი?”, რომელიც გამოქვეყნდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ჟურნალ “ბიბლიის მკვლევარში”. ამ ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში 27-ე გვერდზე ნათქვამი იყო: “შვიდი დრო დამთავრდება ახ. წ. 1914 წელს”. წარმართთა ჟამი არის დროის მონაკვეთი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებულია როგორც “ხალხებისთვის განსაზღვრული დრო”. ყველაფერი, რაც ნავარაუდები იყო, არ მომხდარა 1914 წელს, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღად იქცა. მრავალი ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო, რასაც ცხადყოფს მალევე პირველი მსოფლიო ომის დაწყება, ხოლო მომავალ 75 წლიან პერიოდში (1914-1989) კაცობრიობამ ორი მსოფლიო და ერთი ცივი ომი გადაიტანა. ეპოქა, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა ომობდა, იშუშებდა ომის ჭრილობებს ან საომრად ემზადებოდა.

საზოგადოება “საგუშაგო კოშკის” პირველი პრეზიდენტი ჩ. რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს იგი ჯოზეფ რუტერფორდმა შეცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. დაიწყეს “საგუშაგო კოშკის” თანდართული ჟურნალის, სახელწოდებით “ოქროს ხანის” (ამჟამად “გამოიღვიძეთ!” ეწოდება და 80-ზე მეტ ენაზე 20 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი ქვეყნდება) გამოცემა. კარდაკარ ქადაგებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ქრისტიანული მიმდინარეობებისგან გამოსარჩევად 1931 წელს მოქადაგეებმა თავიანთ თავს “იეჰოვას მოწმეები” უწოდეს.

1920-იან და 1930-იან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა რადიო. 1933 წლისათვის საზოგადოება ბიბლიური ლექციების სატრანსლაციოდ 403 რადიოსადგურს იყენებდა. მოგვიანებით, რადიოგადაცემების ადგილი, უმთავრესად, ხალხის სახლებში მონახულებამ დაიკავა; მოწმეებს თან დაჰქონდათ პორტატული გრამოფონები და ადამიანებს ლექციებს ასმენინებდნენ.

 

სპეციალური სასწავლო პროგრამები

ჯ. რუტერფორდი 1942 წელს გარდაიცვალა და იგი შეცვალა ნ. ნორმა. დაიწყო სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება. 1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად სპეციალური სკოლა დაარსდა, რომელსაც “საგუშაგო კოშკის” ბიბლიური სკოლა “გალაადი” ეწოდა. იმ დროიდან მოყოლებული, ამ სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებიან. ახალი კრებები დაარსდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო და ამჟამად მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალი მოქმედებს. დროდადრო განსაკუთრებული კურსები ტარდება კრების უხუცესთა, ფილიალების მოხალისე მუშაკთა და სამქადაგებლო საქმიანობაში სრული დროით მონაწილეთა (პიონერთა) მოსამზადებლად. ზოგი სპეციალიზებული სწავლება პატერსონში არსებულ სასწავლო ცენტრში (აშშ, ნიუ-იორკის შტატი) მიმდინარეობს.

ნ. ნორი 1977 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაციული ცვლილება, რომელშიც მან სიკვდილის წინ მიიღო მონაწილეობა, მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, ბრუკლინში, არსებული ხელმძღვანელი საბჭოს გაფართოება იყო. 1976 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დანაწილდა კომიტეტებზე, რომლებშიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები შედიან. ყოველ მათგანს მრავალი ათწლეულის გამოცდილება აქვს მსახურებაში.

 

ბეჭდვითი საშუალებების გაფართოება

ჟურნალი "გამოიღვიძეთ!"

1870 წელს პენსილვანიაში შექმნილი ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი 2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრებად გადაიქცა. თავდაპირველად მთელ ლიტერატურას კომერციული ფირმები ბეჭდავდნენ; შემდეგ, 1920 წელს, მოწმეები ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს დაქირავებულ საწარმოო ნაგებობებში ამზადებდნენ. მაგრამ 1927 წლიდან გაცილებით მეტ ლიტერატურას უშვებდნენ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), საზოგადოება “საგუშაგო კოშკის” კუთვნილი სტამბის რვასართულიან შენობაში. ამჟამად სტამბა გაფართოებულია და სხვა შენობებსა და ადმინისტრაციულ კომპლექსს მოიცავს. იქვე არის დამატებითი შენობები, რომლებშიც სტამბაში მომუშავე მოხალისეები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოხალისეები უოლკილის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად მდებარე საზოგადოების ფერმებსა და სტამბაშიც მუშაობენ. იქ იბეჭდება ჟურნალები “საგუშაგო კოშკი” და “გამოიღვიძეთ!” და საკვები მზადდება ყველა მომსახურეთათვის. ყოველი მათგანი ყოველთვიურად იღებს მცირე თანხას პირადი ხარჯებისათვის.

 

რა სწამთ მათ?

იეჰოვას მოწმეებს სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედი. მათი აზრით, თავად სასწაულებრივი სამყარო ცხადყოფს, რომ უაღრესად გონიერი და ძლიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი. როგორც ადამიანთა საქმეებში ჩანს მათი თვისებები, ისე ღმერთის საქმეებიც მის თვისებებზე მეტყველებს. ბიბლია გვეუბნება: “მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება”. აგრეთვე უხმოდ ანუ უსიტყვოდ “ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას” (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 18:2).

იეჰოვამ გარკვეული მიზნით შექმნა დედამიწა. მან ადამიანთა პირველ წყვილს განუცხადა: “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს” (დაბადება 1:28). ამ წყვილმა ურჩობის გამო ვერ “აავსო” დედამიწა გულმართალი შთამომავლებით, რომლებიც სიყვარულით იზრუნებდნენ დედამიწაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იეჰოვას განზრახვის შესრულებისთვის. ათასობით წლის შემდეგ ასეთი რამ დაიწერა: „[ღმერთს,] რომელმაც მიწა გამოსახა . . , საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ იგი. დედამიწა არ განადგურდება. ის მარადიულად იარსებებს (ესაია 45:18; ფსალმუნი 77:69). ღმერთის განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით განხორციელდება – “აღსრულდება ჩემი განზრახული” (ესაია 46:10).

მაშასადამე, იეჰოვას მოწმეების რწმენით, დედამიწა სამარადჟამოდ იარსებებს და მარადიულად იცხოვრებს ყველა ის ადამიანი – ცოცხლებიცა და აწ გარდაცვლილებიც – რომლებიც გაიზიარებენ იეჰოვას განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა გალამაზდება და მასზე ადამიანები დასახლდებიან. ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო მთელი კაცობრიობა ცოდვილია (რომაელთა 5:12). ბიბლიაში წერია: “ცოდვის საზღაური სიკვდილია”. “ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან”. “ცოდვილი სული უნდა მოკვდეს” (რომაელთა 6:23; ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4, 20). მაშ, როგორღა იცოცხლებს ადამიანი კვლავ და როგორ მიიღებს მიწიერ კურთხევებს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით. იესომ თქვა: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს”. “ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.” (იოანე 5:28-29; 11:25; მათე 20:28).

 

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს

მრწამსი ბიბლიური საფუძველი
ბიბლია ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტებაა. 2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21; იოან. 17:17
ბიბლია გადმოცემებზე უფრო სანდოა. მათ. 15:3; კოლ. 2:8
ღვთის სახელია იეჰოვა. გამ.15:3; 3 მეფ. 18:39
ქრისტე ღვთის ძეა და მასზე დაბლა დგას. მათ. 3:17; იოან. 8:42; 14:28; 20:17; 1 კორ. 11:3; 15:28
ქრისტე იყო ღვთის პირველი ქმნილება. კოლ. 1:15; გამოცხ. 3:14
ქრისტე მოკვდა ძელზე და არა ჯვარზე. გალ. 3:13; საქ 5:30
ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე გაიღო მორჩილ ადამიანთა გამოსასყიდად. მათ. 20:28; 1 ტიმ. 2:5, 6; 1 პეტ. 2:24
ქრისტეს ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. რომ. 6:10; ებრ. 9:25-28
ქრისტე უკვდავ სულიერ პიროვნებად აღდგა მკვდრეთით. 1 პეტ. 3:18; რომ. 6:9; გამოცხ. 1:17, 18
ქრისტეს მოსვლა სულიერია. იოან. 14:19; მათ. 24:3; 2 კორ. 5:16; ფს. 109:1, 2
ჩვენ ახლა უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მათ. 24:3-14; 2 ტიმ. 3:1-5; ლუკ. 17:26-30
ქრისტეს მეთაურობით სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამართლიანობა და მშვიდობა იქნება. ეს. 9:5, 6; 11:1-5; დან. 7:13, 14; მათ. 6:10
სამეფო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს შექმნის დედამიწაზე. ფს. 71:1-4; გამოცხ. 7:9, 10, 13-17; 21:3, 4
დედამიწა არასოდეს განადგურდება და არასოდეს გაუკაცრიელდება. ეს. 45:18; ფს. 77:69
ღმერთი მოსპობს ამჟამინდელ სისტემას არმაგედონად წოდებულ ბრძოლაში. გამოცხ. 16:14, 16; სოფ. 3:8; დან. 2:44; ეს. 34:2; 55:10, 11
ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან. მათ. 25:41-46; 2 თეს. 1:6-9
ღვთის მოსაწონი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ. იოან. 3:16; 10:27, 28; 17:3; მარკ. 10:29, 30
სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ერთადერთია. მათ. 7:13, 14; ეფეს. 4:4, 5
ადამიანი ადამის ცოდვის გამო კვდება. რომ. 5:12; 6:23
ადამიანი თვითონ არის სული და როდესაც კვდება, წყვეტს არსებობას. ეზეკ. 18:4; ეკლ. 9:10; ფს. 6:5; 145:4; იოან. 11:11-14
ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. იობ. 14:13; გამოცხ. 20:13, 14
მიცვალებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. 1 კორ. 15:20-22; იოან. 5:28, 29; 11:25, 26
ადამისეული სიკვდილი აღარ იქნება. 1 კორ. 15:26, 54; გამოცხ. 21:4; ეს. 25:8
მხოლოდ 144 000, მცირე სამწყსო, წავა ზეცაში და ქრისტესთან ერთად იმმართველებს. ლუკა 12:32; გამოცხ. 14:1, 3; 1 კორ. 15:40-53; გამოცხ. 5:9, 10
144 000 ქრისტიანი ხელმეორედ იშვა ღვთის სულიერ ძეებად. 1 პეტ. 1:23; იოან. 3:3; გამოცხ. 7:3, 4
სულიერ ისრაელთან ახალი შეთანხმება დაიდო. იერ. 31:30; ებრ. 8:10-13
ქრისტე თვითონვეა თავისი კრების საფუძველი. ეფეს. 2:20; ეს. 28:16; მათ. 21:42
ლოცვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იეჰოვასადმი ქრისტეს მეშვეობით. იოან. 14:6, 13, 14; 1 ტიმ. 2:5
ხატები არ უნდა იქნეს გამოყენებული თაყვანისცემისას. გამ. 20:4, 5; ლევ. 26:1; 1 კორ. 10:14; ფს. 113:12-16
სპირიტიზმი დაუშვებელია. რჯლ. 18:10-12; გალ. 5:19-21; ლევ. 19:31
სატანა წუთისოფლის უხილავი მმართველია. 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4; იოან. 12:31
ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რელიგიებს შორის თანამშრომლობაში. 2 კორ. 6:14-17; 11:13-15; გალ. 5:9; რჯლ. 7:1-5
ქრისტიანი უნდა გამოეყოს წუთისოფელს. იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15; იოან. 15:19; 17:16
ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. მათ. 22:20, 21; 1 პეტ. 2:12; 4:15
სისხლის მიღება, საკვებისა თუ გადასხმის სახით, ღვთის კანონების დარღვევაა. დაბ. 9:3, 4; ლევ. 17:14; საქ. 15:28, 29
აუცილებელია ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება. 1 კორ. 6:9, 10; ებრ. 13:4; 1 ტიმ. 3:2; იგავ. 5:1-23
შაბათის დაცვა მოეთხოვებოდათ მხოლოდ ისრაელებს და მოსეს რჯულთან ერთად გაუქმდა. რჯლ. 5:15; გამ. 31:13; რომ. 10:4; გალ. 4:9, 10; კოლ. 2:16, 17
სასულიერო წოდებებისა და განსაკუთრებული ტიტულების გამოყენება არასწორია. მათ. 23:8-12; 20:25-27; იობ. 32:21, 22
ადამიანი ევოლუციის კი არა, შემოქმედების ნაყოფია. ეს. 45:12; დაბ. 1:27; მათ. 19:4
ქრისტემ ღვთისათვის მსახურების მაგალითი მოგვცა. 1 პეტ. 2:21; ებრ. 10:7; იოან. 4:34; 6:38
ნათლობა – წყალში სრული ჩაძირვა – მიძღვნის სიმბოლოა. მარკ. 1:9, 10; იოან. 3:23; საქ. 19:4, 5
ქრისტიანები საჯაროდ სიხარულით ქადაგებენ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. რომ. 10:10; ებრ. 13:15; ეს. 43:10-12

 

მათი მსოფლიო ორგანიზაცია და საქმიანობა

სამქადაგებლო საქმიანობა ტარდება მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში და კოორდინაცია ეწევა რამდენიმე ორგანიზაციული სტრუქტურის წყალობით. მთელი ორგანიზაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც იმყოფება ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში. ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გზავნის თავის წარმომადგენლებს ადგილობრივ ფილიალებთან მრავალი სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ყოველ ფილიალში დანიშნულია კომიტეტი, რომელიც შედგება სამიდან შვიდამდე წევრისგან და საქმიანობას მეთვალყურეობს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ფილიალი ზედამხედველობს. ზოგ ფილიალში არის სტამბები, რომელთა ნაწილიც აღჭურვილია სწრაფი როტაციული საბეჭდი მანქანებით. ქვეყანა ან ტერიტორია, რომელსაც ექვემდებარება ფილიალი, დაყოფილია ოლქებად, ისინი კი, თავის მხრივ, რაიონებად იყოფა. ყოველ რაიონში დაახლოებით 20 კრებაა. პერიოდულად საოლქო ზედამხედველი ინახულებს თავისი ოლქის რაიონებს. ყოველ რაიონში ყოველწლიურად ორი კონგრესი ტარდება. გარდა ამისა, ყოველ კრებას, ჩვეულებრივ, წელიწადში ორჯერ მოსანახულებლად ეწვევა ხოლმე სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ადგილობრივ მოწმეებს ამ კრების ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებასა და წარმართვაში ეხმარება.

ბიბლიის იეჰოვას მოწმეების მიერ ნათარგმნი ვერსია, "ახალი ქვეყნიერების თარგმანი"

ადგილობრივი კრება და მისი სამეფო დარბაზი ქადაგების გავრცელების ცენტრია. ყოველი კრების ტერიტორია იყოფა პატარა უბნებად და ეს უბნები უნაწილდება ცალკეულ მაუწყებლებს, რომლებიც მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ყველა ადამიანის მონახულებასა და მათთან საუბარს ცდილობენ. რამდენიმედან 200-მდე მაუწყებლისგან შემდგარ ყოველ კრებაში მსახურობენ უხუცესები, რომლებსაც სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებათ. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში ყოველი წევრი – მიუხედავად იმისა, თუ სად მსახურობს: მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ფილიალსა თუ კრებაში – პირადად მონაწილეობს მსახურებაში და სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ მოუთხრობს.

ამ საქმიანობის ანგარიში იგზავნება მსოფლიო მთავარ სამმართველოში. მათ საფუძველზე დგება წლიური ანგარიში და იბეჭდება “წელიწადეული”. გარდა ამისა, ამ მონაცემების ცხრილი ქვეყნდება ჟურნალ “საგუშაგო კოშკის” ყოველი 1 იანვრის ნომერში. ამ ორივე პუბლიკაციაში მოცემულია დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა ერთი წლის განმავლობაში იეჰოვასა და მის სამეფოზე ქადაგებასთან დაკავშირებით – სამეფოზე, რომელსაც ქრისტე იესო მართავს. ბოლო წლებში 14 000 000 ზე მეტი – იეჰოვას მოწმეები და დაინტერესებული ადამიანები – ესწრებოდა იესო ქრისტეს სიკვდილის ყოველწლიური გახსენების საღამოს. ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები ჯამში 1 000 000 000-ზე მეტ საათს ქადაგებენ და 300 000-ზე მეტი ადამიანი ინათლება. ვრცელდება ასობით მილიონი ბიბლიური პუბლიკაცია.

 

იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-საიტი: WWW.WATCHTOWER.ORG

About these ads

62 responses to “იეჰოვას მოწმეები

  1. NUMB 10/05/2011 at 12:00 PM

    gmadlob, charlie. saintereso iyo :))
    mqonda sashualeba ertxel raselists gavsaubrebodi.

  2. veronika 12/05/2011 at 5:12 PM

    ukacravad da am kvelapris damceri iehovas mocmea? rogor moxda rom subieqturi ar aris da ase zustad moidziet informacia.ni vinc ar unda ikos gaixaret,me miyvars iehovas mocmeebi tqven cheshmariti qristianebi xart

    • Charlius 12/05/2011 at 11:31 PM

      არა, არ ვარ მოწმე :D

    • marita 17/05/2013 at 1:47 AM

      uechveliii iahovas mowmeaa :D sad weriaa bibliashi sisxlii ar gadaasxaooo daa moklaiii sheni shviliii an ojaxis wevriooo? upalamaa gvitxraa rom sulic kii undaa gavigooot moyvasisadmi.esaa siketee.taan qadageebt araa kac klaooo kacis kvlaa araa rom shegiliaa gadaarchinoo daa principulaad araketeeb??? meree meoreee ierarqiaaa bibliashiveaa mocemuliiii gvtiv xel dasmuliaaa patriarqi mgvdeli diakoniii da a.sh mates axarebas gulmodgineed gadaxedeet…..dzaaan did codvashi xaartdaa kideev amdeen adamians umgvreevt suls sashinelebaa…siyvaruls qadageebt daa usuyvarulod qmniit ojaxebs(xucesiis gadawyvetilebi) upalmaaa tqvaa giyvardes mterii shenioo daa tqven qadageebt religiebs shoriis megobrobaa araoo???ann es tqven enazee moqartulebuli bibliaaa raa ubedurebaaa…vigacaa amerikeliii papusiaii maswavliiis gvis siyvarulls….orii saukunis istoriaa ar aqvt daa me qartvels uxviii istoriiis mqonees romeliic chven sagandzuriaa exlaaa lacharii kacebiiii gamodian daa qadageben jarshi ar mivdivartoo..mrcxveniaa rom rom daabijebt im miwazee romeliiic qartvelma vajkacebmaa tavis sisxliit moitanes

      • nini zaqareeishvili 03/10/2013 at 11:38 AM

        iehovas mowmeebi bibliashi chawerilis tanaxmad cxovroben.vitom qristianobaze ro tavs debt saertod bibliastan axlos tu xart chanavleli?
        Saxlshi didi bibliebi rom gaqvt Nutu Patara skami ar gaqvt rom dajdet da biblia waikitxot?
        DAIMAXSOVRET! RODESAC BIBLIAS MTVERI EDEBA,SULIERI GULI PUCHDEBA

      • Inga Zeinklishvili 13/04/2014 at 2:11 PM

        yvela religias aqvs tavisi istoria martlmadideblebs wminda nino romelmac saqartveloshi shemoitana qristianoba iehovas mowmeebs raseli da ase shemdeg da isini tu bibliashi ar arian shetanilebi es imas ar nishnavs ro simartle araaa sisxlis migeba sakvebisa tu gadasxmis saxit gvtis kanonebis dargvevaa gadashale biblia da waikitxe dabadebis 9tavis mesame da meotxe muxli levianebis mechvidmete tavis metotxmete muxli saqmeebis metxutmete tavis ocdamerve da ocdamecxre muxebi da tavad darwmudi raga sxvas usen ojaxis wevri mokalio amas marto gaunatlebeli adamiani tu ityis da sircxvilia 21meerte saukuneshi isev ag azrze iyos adamianii :)

  3. Maimer 26/06/2011 at 10:49 PM

    იმედი მაქვს ბევრი წაიკითხავს და გაიგებს სწორ თვალსაზრის იეჰოვას მოწმეთა შესახებ! მართლაც რომ ობიექტური იყო.

    • marita 17/05/2013 at 2:12 AM

      daetieet raa es iahovas mowmebii maden xalxs mainc nuu umgvreevt suleebs..modzaladeeeebii xart rogorc eishmakiiii gvelshiii aseeetebi xart mochvenebiitii sishvidiit avrcelebt shxams suliiiis damgupvel cnebeebs…bibliashivee weriaaa bibliis sityvebis damaxinjebistvis ramxelaa sasjelii moeliis yvelas…vitom kanonmorchilnii am droos puleebii pachjebiiit miaqvt rom jarshi ar wavidneeen…eklesiaa adamianis ashenebuliaaoo daa iq dadixartoooo da am droos iahovaas samefooo darbazeebii kamerebiit dacviit umaglesiiiteqnikit agchurviliiiii turmee ihovaam chamudgaat asee xeltuqmneliiii..,,tvineebii gaandzreieet cotaaaa tavit fexebamdee wumpeshi xart daa ufroo idzirebiiit

      • lasha 06/06/2013 at 2:40 PM

        sheni pirveli komentari damajerebeli iyo (cotati) es sisulele ro ar dagewera :D ctrl-alt-delete :D

  4. Tornike Chiboshvili 21/01/2012 at 11:53 PM

    “მე ვარ თავისუფალი მასონი”

    ჩ. ტ. რასელის ცხოვრებისა და “შემოქმედების” მრავალი მკვლევარი, როგორც აშშ-ში, ასევე დასავლეთ ევროპაში, ყურადღებას აქცევს მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა 1913 წელს, ყოფილ მასონურ ტაძარში (სავარაუდოდ, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები 35 ქვეყნიდან) და რომელშიც მან თქვა ის სიტყვები, რომლებიც სათაურად დავუდეთ წინამდებარე პუბლიკაციას – “მე ვარ თავისუფალი მასონი” (I am a Free Mason):

    “I am very glad to have this particular opportunity of saying a word about some of the things in which we agree with our Masonic friends, because we are speaking in a building dedicated to Masonry, and we also are Masons. I am a Free Mason.” Charles Taze Russell (The Temple of God-Pastor Russell page 120).

    “მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვთქვა ორიოდ სიტყვა საგნებზე, რომელთა შესახებაც თანხმიერნი ვართ ჩვენს მასონ მეგობრებთან, რადგან ვლაპარაკობთ იმ ტაძარში, რომელიც ეძღვნება მასონობას. ჩვენც მასონები ვართ; მე ვარ თავისუფალი მასონი; …თუკი შევძლებ ვატარო ჩემი უღელი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ეს არის ის, რისი თქმაც აგრერიგად უყვართ ჩვენს მასონ ძმებს და რაც ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი და აღიარებული მასონები არიან”.

    მაშ ასე, მეც თავისუფალი და აღიარებული მასონი ვარ. მეტიც, ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი მასონები ვართ, თუმცა მთლად ისეთები არა, როგორიც ჩვენი მასონი ძმები. ჩვენ არ გვაქვს მათთან განხეთქილება. მე არ მაქვს არავითარი განზრახვა ვილაპარაკო რამე მასონთა წინააღმდეგ და მეტიც, შემიძლია მადლობითაც კი აღვნიშნო, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტად განსაზღვრული ჭეშმარიტებანი, რომელსაც ჩვენი მასონი ძმებიც იზიარებენ. მე ზოგჯერ ველაპარაკები მათ ამის შესახებ, ისინი კი მეკითხებიან, თუ საიდან ვიცი ეს ყოველივე? ჩვენ ვვარაუდობდით, რომ არავის ძალუძს იცოდეს ამ საგანთა შესახებ მათ გარდა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ჩვენი უმაღლესი ცოდნა. … განა არ ფლობენ ჩვენი მასონი ძმები ქრისტეს შესახებ გარკვეულ ცოდნას და მათ შესახებაც, ვისაც ტაძრის რაინდებს ანუ ტამპლიერებს უწოდებენ? ჩვენ კი მათაც აღვემატებით!”

    “მე ურთიერთობა მქონდა დიდ ოსტატთან, მუშასთან, თვით უფალთან და სულიწმიდისგან მაქვს საიდუმლო ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ეხება იმას თუ რას ლაპარაკობს ბიბლია და ყოველივე ეს სრული ჭეშმარიტებაა! მე მჯერა ყოველივე ამისა. მასონ ძმებთან ვლაპარაკობდით ტაძარსა და მის მნიშვნელობაზე, თუ ვინ არის ნამდვილი მასონი და რას ნიშნავს დიადი პირამიდა, ემბლემა რომელსაც ისინი ასე ხშირად იყენებენ… და მათ უკვირდათ… ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ თავისუფალი და აღიარებული მასონობის მოწოდება _ ბიბლიური მასონობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მაშ ასე, თქვენც და მეც, როგორც ქვე-მასონები, ველოდებით ჩვენი ოსტატის დაბრუნებას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ამ ტაძრის, ანუ ეკლესიის საიდუმლო მშენებლობას”.

    “…ჩვენ უნდა ვიდოდეთ უმაღლესი საფეხურებისკენ, რადგან ის, ვინც პირველ საფეხურზეა პრაქტიკულად უცოდინარია”… მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. სულიერი ხედვა და სულიერი წინამძღოლობა მხოლოდ ღვთაებრივ მასონობას გააჩნია, მხოლოდ მას ძალუძს წვდომა იმ საგნებისა, რომლებიც თავისუფლად გვეძლევ. ეს არის ის, რაც თავისუფლად ეძლევა მხოლოდ ერთ კლასს და სხვებისთვის როდია ხელმისაწვდომი”.

    ანუ, ჩარლზ ტეიზ რასელი აღიარებს, რომ დაკავშირებული იყო იმ ანტიქრისტეანულ, საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა ტაძართა მშენებლობის შუასაუკუნეობრივ ტრადიციებში.

    ზემოთდასახელებული სტატია გამოქვეყნებული იყო საზოგადოების: “INTERNATIONAL BIBLE STUDENTS ASSOCIATION, Brooklyn, New York, U.S.A” (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს იეღოვას მოწმეთა მთავარი კორპორაციის: WATCH TOWER BIBLE AND TRACT SOCIETY OF PENNSYLVANIA) სპეციალურ ბეჭდვით გამოცემაში სახელწოდებით: “პასტორ რასელის საუბარი _ “ღმრთის ტაძარი” (იხ. ამ გამოცემის 120-127 გვერდები.

    გვ. 120, 121, 122, 123, 124, 125, 126-ე გვერდზე იყო ილუსტრაცია და გვ. 127 (აქ დევს მთლიანი ფაილი).

    რასელის სიტყვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შენობა, რომელშიც ჩ. რასელი 1913 წელს სიტყვით გამოვიდა, საგუშაგო კოშკის (Watch Tower) საზოგადოებამ მასონური ორგანიზაციებისგან შეიძინა. ამიტომაც ამბობს რასელი, რომ ეს შენობა ოდესღაც იყო მასონთა ტაძარი (თუმცა ის უკვე აღარ იყო ასეთი რასელის მიერ სიტყვის წარმოთქმის მომენტში). შემდეგ, მისი სიტყვა გრძელდება იმავე ბუნდოვან სტილში: რასელი ამბობს, რომ ყველანი, ვინც მოვიდა ამ დარბაზში _ მასონები, და თვითონაც _ არიან თავისუფალი მასონები. გამოსვლის პროცესში, ის უკვე განმარტავს ამ მტკიცებულების მნიშვნელობას და აჩვენებს თუ რა ანათესავებს რასელსა და საგუშაგო კოშკს მასონებთან და “ჭეშმარიტების” წვდომის მათეულ მეთოდებთან.

    აღსანიშნავია, რომ თავისი პუბლიკაციების “შესალამაზებლად” ჩ. ტ. რასელი იყენებდა მასონურ სიმბოლოებს, მაგრამ მხოლოდ “შესალამაზებლად”? აშკარაა, რომ ის მასონურ სიმბოლიკას იყენებდა, როგორც უფლებამოსილი პირი. მოდი, ვიხილოთ ამგვარი “შელამაზების”, უფრო სწორედ კი, “კანონიერი” გამოყენების, რამდენიმე ნიმუში. მაგალითად, “საგუშაგო კოშკის” გარეკანზე 1891 წლიდან 1931 წლამდე გამოისახებოდა “ჯვარი და გვირგვინი” (წიგნი “Возвещатели царства”, стр. 200). იხილეთ, მაგალითად, ამ ჟურნალის 1928 წლის გამოცემის გარეკანი, რომლის ზედა, მარცხენა კუთხეში გამოსახულია ეს მასონური სიმბოლო.

    C.T. Russell’s View of Masonry and Symbolism
    http://www.exjws.net

    როგორც იეღოვას მოწმეთა ამავე პუბლიკაციაშია ნათქვამი, “ბიბლიის მკვლევარები (ასე იწოდებოდნენ იეღოველები 1931 წლამდე), სხვათაგან განსხვავების ნიშნად, დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ ჯვარსა და გვირგვინს”. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში… აი, ამ “ნიშნისა და გულსაბნევის (ბროშის)” (ასე უწოდებდნენ მას თვით იეღოვას მოწმეები “საგუშაგო კოშკის” ერთ-ერთ გამოცემაში (01.01.2000)) გამოსახულება, რომელიც აღებულია წიგნიდან “Возвещатели”, გვ. 200.

    http://s014.radikal.ru/i329/1109/15/0c521169553b.jpg

    http://s49.radikal.ru/i123/1109/83/e94f1378f3e6.jpg

    ეხლა იგივე “ბროში” შეადარეთ ტეხასელ მასონთა სამკერდე ნიშანს:

    http://s51.radikal.ru/i133/1109/72/811b162a68f0.jpg

    სახეზეა სრული იდენტურობა. ლაპარაკიც კი არ შეიძლება რაიმე დამთხვევაზე ან “შელამაზებაზე”. მეტიც, შესაძლოა იმ დასკვნამდეც კი მივიდეს კაცი, რომ იეღოვას მოწმეები და ტეხასელი მასონები არიან ერთი და იგივე ორგანიზაციის წევრები!

    თვით მასონები აღიარებენ, ეს სიმბოლო (გვირგვინი და ჯვარი) ეკუთვნის იორკისა და შოტლანდიური წესის მასონ-ტამპლიერებს.

    “The Cross and Crown may be said to be confined almost exclusively to the historical degrees in Masonry as exemplified in the various orders of knighthood of York and Scottish rites. In Gaul we find the cross to have been a solar symbol when it had equal arms and angles; to the Phoenicians it was an instrument of sacrifice to their God, Baal; and to the Egyptians, the crux ansata was his symbol of eternal life” (Ray V. Denslow, Masonic Portraits, Transactions of this Missouri Lodge of Research, vol. #29, p.7—emphasis in the original).

    ამიტომაც, არსებობს მოსაზრება, რომ ჩ. ტ. რასელმა, ამ ორდენში, რომელის გავრცელებული იყო აშშ-ში მიაღწია ყველაზე მაღალ გრადუსებს ანუ განდობის საფეხურებს. შეხედთ ტამპლიერთა ორდენის იორკის რიტუალის მასონური სტრუქტურის ქვემოთ მოტანილ გრაფიკს (http://www.theforbiddenknowledge.com/hardtruth/masonic_structure.jpg).

    გრაფიკიდან ჩანს, რომ განდობის 32-ე და 33-ე საფეხურები (გრადუსები) არის სწორედ “ჯვარი და გვირგვინი”.

    http://www.theforbiddenknowledge.com/hardtruth/masonic_structure.jp

    ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ იეღოვას მოწმეთათვის წარმოუდგენელი დასკვნა, კერძოდ, ის, რომ: ჩარლზ ტეიზ რასელი იყო აშშ-ს მასონთა იორკის რიტუალის ყველაზე მაღალი განდობის მქონე ტამპლიერი; თუ არადა, როგორ შეეძლო მას გამოეყენებინა ეს ემბლემა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში, იმ პერიოდში უკვე არსებობდა სასაქონლე ნიშნისა და საავტორო უფლებების ცნებები და ისეთი მძლავრი ორგანიზაცია, როგორიც იყო ამერიკული მასონობა არავის მისცემდა ვიღაც თვითმარქვიას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა მათი უმაღლესი განდობის აღმნიშვნელი სიმბოლო.

    ეს საკითხი კიდევ უფრო ღრმა შესწავლას იმსახურებს, მაგრამ, რასელის პირადმა მტკიცებამ, რომ ის არის “თავისუფალი ქვისმთლელი” (ანუ მასონი) და მის მიერ გამოყენებულმა მასონურმა სიმბოლიკამ საფუძველი მისცა ვარაუდს, რომ ის იყო 32 ან 33 საფეხურის მასონი.

    მეტიც, ასეთი მტკიცება ეთანხმება ისტორიულ ფაქტებსაც და შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ გააჩნდა რასელის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც დღეს “იეღოვას მოწმეებს” უწოდებენ, ანტიქრისტიანული მიმართულება; თუ რატომ ცდილობდა მასონი რასელი უფალ იესუ ქრისტეს დამცირებას და ჩამოჰყავდა იგი მთავარანგელოზ მიქაელის რანგში; რატომ გააჩნდა მასონ რასელს მძლავრი მიდრეკილება ისეთი ოკულტური საგნებისადმი, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები; რატომ უყვარდა მას ასე ციფრების მაგია და მომავლის წინასწარმეტყველება.

    იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყოველივე ხდებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო (და სხვა ვარიანტი აქ გამორიცხულია), _ მასონი რასელი ასრულებდა საკუთარი ბოსების შეკვეთას და მისი მტკიცებულებები დაფუძნებული იყო იმ “ჭეშმარიტებებზე”, რომლებიც ჩაუნერგეს მას მისმა მასონმა მოძღვრებმა.

  5. zviad 05/03/2012 at 2:25 AM

    cheshmaritad martlebi xart tqven.miyvarxart

    • avto 28/06/2012 at 8:12 PM

      iehovaa ertaderti da cheshmariti gmerti da misgarda aravinaa…… es ukve bevrma icis magram……

      • marita 17/05/2013 at 2:02 AM

        upaliii chemi saxel ars sabaooot..bibliidaanaa chemo kargoo daa garkveviit weriaa rom chemii saxeliiiii ariis upaliooo adaa araa iehovaa an sxvaa ram…damdkiceblaad chemmi saxeliii aris upalioooo..iehovas gardaa uamraviii sxelitaa upalii moxseniebuli maraa tqven exlaa es mogewonaat…

        • sss 06/06/2013 at 2:49 PM

          exla vkitxulobdi shens komentarebs da nu exla ra tqma unda shen simartles icav bolomde magram erti ragaca udna gitxra shens biblias sanam waikitxav winasityvaobas gadaxede. da mere saeklesio kalendrs gadaxede 92 wlis tu ishovi :D ilia meore axatia irvel gverdze (es ise mainc rom ar tqva shemogdebuliao an rame) ik gadaxede gverdebs da romeligacaze qvevit weria:,, ღვთის სახელი იეგოვა ჩანაცვლებულია უფლით” da upali chemi saxel ars sabaoot :D agar iyos :D d tu shen amas uaryop eseigi shens rwmenas ewinagmdegebi

  6. gio 20/07/2012 at 4:14 PM

    iehovaa ertaderti da cheshmariti gmertia martlac da bevrma es namdvilad ar icis mat sxva gmertebi miashniat namdvili mshvidbis damamyareblad magram es ase ar aris namdvilad

  7. avto 21/07/2012 at 6:37 PM

    bevrmaicis da male yvela gaigebss

  8. the punisher 17/08/2012 at 2:07 AM

    iegovas mowmeebi xart sakartvelos da kartveli xalxis mogalateebi, ugunrebo da gaunatleblebo, puf.

    • paroli 27/10/2012 at 10:20 PM

      რატომ თვლი ასე?

    • marita 17/05/2013 at 1:52 AM

      getanxmebiiiii qartveli esriis sircxviliiiiiiiiiiiii galatiiiiiiiii…..raselmaa jer jvariooo daa meree ruterfordmaa agaraooo?? an axal gamonatetbebs ras edzaxiit tqvens xucesebs rac moundebat magas rom aweseben?rogor gmertii amboobs ertiiis prezidentobisas jvarioo da ruterfords chasdzaxaa agar gvindaoo? daa gmertii cvliiis bibliaas???? an istoriaa mainc ar iciit xalxoo ram gagalenchaat mecnierebiis mainc xoo gjerat mahsin dzelzee ar akravdneen jvarcmaa iyooo sasjeliii.eg dadasturebuliaa….eshmakii gyvat shemocheniliii sanam droaaa ewieet wesier cheshmariit gzaas

  9. avto 02/09/2012 at 6:13 PM

    the punisher ratom tvli egre?

  10. lasha 22/09/2012 at 9:50 PM

    kargit ra xalxi ar xart? sul mtlad wagertvat azrovnebis unari? 1914 wels iwamet iehova da atascxraasocdaatianebshi mixvdit rom turme esaias 43-e tavshi ro weria iehovas mowmeni imitom unda dagerkvat tavistvis iehovas mowmenio, mandamde kide kvlevashi iyavit ho? ikneb dgesac kvlevashi xart da cru rwmena gakvt? da is rom biblias ise igebt rogorc gindat, da ara ise rogorc mtlianobashi weria faktia da nuravin damimtkicebs magas, amoshlili winadadebebi da furclebi mshvenieri magalitia amisa, nuravin damiwyebs saubars imaze rom kvlevis shedegad dadginda bibliis cheshmariti targmanio, 20 saukunis biblia tu raselma gmaoikvlia da mis kvlevas endobit masheni iahovas nu igmertebt, qristianobas nu arcxvent da raselistebi uwodet tavs, tkven faktiurad raselistebi xart, ubralod ar gindat amis agiareba, imaze arafers vambob eklesias rad tvlit da ar vici ras fikrobt noes kidobanze, romelic pirdapir eklesiis nishania, ras fikrobt pavle mociqulis sityvebs, romelmac man gvtis morchilebit warmotkva, saeklesio ierarkia chamoayaliba, magram tkvens iahovlur wignebshi (es ubralod wignia tkventivs,tkvens wigns biblias ver vuwodeb) es an amoshlilia an radikalurad gansxvavebul formatshi weria, ubralod xalxs minda vtxovo, martlmadidebloba shemwynareblobaa magram arc iehovloba unda iyos kardakar siaruli xelfasis gulistvis rom xalxi gadaibiron, bevrni arian es iehovlebi, nu endobit, tu bibliashi kargad ar xart gatvitcnobierebulni nu ahyvebit mat saubars, adamiani romelic ambobs rom chemi da, coli, deda, mama an sxva sayvareli adamiani imitom ar unda gadavarchino (mkurnaloba operacia…) rom iehova mibrdzanebso amaso da mere ityvian rom martlmadidblebi fanatikosebi xarto, is adamiani aralogikuri da arajansagi azrovnebisaa da nu daxvalt mat doneze, mat hgoniat rom ragac ician, magram mati codna martlac ragict shemoifargleba da shecdomashi arian shesulni, iehovlobam martlac dagupa es kveyana ertma swored agnishna zemot, gamofxizldi eroo, saomari unda iomos mosagebi unda moigebodes da gasawiixlebi unda gavwixlot !!!

    • marita 17/05/2013 at 1:56 AM

      charz raselmaa arcertii bibliurii ena ar icodaa xalxoo reebs bodaavt daa magan chamoayalibaa es organizaciaaaaa…amas mainc daukvirdiiiit!!!! atyuebdaa xals gmertii melaparakebaa da chamesmisooo..taan yvelazee ugirsii vacharii adamiani iyooo daa tavdapirvel gamogemebshi gmertoo anuu iseoo gamosaxulii iyoo rogorc fermeii daa xan vachariii imitom rom raseltan aigivebdneen..sacodaobaa wesieraad gaecaniiit am siyalbees da meree sheyaviit tavi daa meree uqadageet sxvaas!!!!!

  11. xurtuma 09/02/2013 at 12:30 AM

    xalxo rodis moxvalt gons dro cotaa,,,,,,

  12. აკაკი 13/02/2013 at 5:49 PM

    ჩარლიუს, ებრაელი ფანტასტი აიზეკ აზიმოვი (ისააკ ოსიმოვი) თუ იცი? მას აქვს ერთი სრულიად არაფანტასტიკური შინაარსის წიგნი, ქართულად ალბათ უნდა ითარგმნოს, როგორც „პირველად“ (ბიბლიის „პირველად იყო სიტყვას“ მიხედვით). ამ წიგნში საკმაოდ ზუსტად აქვს ახსნილი, თუ საიდან მოვიდა სიტყვა „იეღოვა“ (თუ „იეჰოვა“, ან „იაჰვე“, ან „იახვე“), ბიბლიაში ეს სიტყვა არსად არ არის ნახსენები, არის მხოლოდ ოთხი ასო – „იღვჰ“, რაც შემდგომში გადაიქცა „იეჰოვად“, ან „იაჰვედ“, რაც როგორც მკვლევარებს მიაჩნიათ, ებრაული სიტყვა „ხოვო“-დან (ან „ჰოვო“-დან) არის ნაწარმოები და ნიშნავს ყოფნას. პირველად ეს ოთხი ასო გვხვდება იმ ეპიზოდში, სადაც ღმერთი მოსეს ალმოკიდებული ბუჩქის სახით გამოეცხადება; მოსე ეკითხება – „რომელი ხარ?“, ხოლო ღმერთი კი პასუხობს – „მე ვარ, რომელიც ვარ“. მრავალ ენაზე (არა ქართულ) ბიბლიაში იქვე მიწერილია ფრჩხილებში – იეღოვა. ფრაზა – „მე ვარ, რომელიც ვარ“, თავის თავში გულისხმობს – „მე ვარ, რომელიც ვიყავი, ვარ და ვიქნები“ (ანუ ქართულში სიტყვა „ვარ“ შეიძლება გავიგოთ როგორც „ყოველთვის ვარ“, ანუ „ვიყავი, ვარ და ვიქნები“). იგივეს ამბობს აზიმოვი თავის წიგნში, რომ ეს ოთხი ასო, რომლებიც ერთად რაიმე სიტყვას არ წარმოადგენენ, შეიძლება მივიღოთ როგორც აბრევიატურა სიტყვებისა „რომელიც ვიყავი, ვარ და ვიქნები“.
    საერთოდ ბიბლიაში ღმერთი სხვადასხვანაირად (ოღონდ არა სხვადასხვა სახელით) არის ნახსენები. მონოთეისტურ რელიგიაში ღმერთს რაიმე სახელი არ ჰქვია, ის არის ერთადერთი ღმერთი („პირველი იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი“) და რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი (ღმერთები), მას არც სახელი სჭირდება სხებისგან გასარჩევად.

    • Charlius 19/02/2013 at 7:08 PM

      აზიმოვი არ მაქვს წაკითხული, თუმცა ტეტრაგრამატონის ამბავი ვიცი, ადრე მანტერესებდა ეგ საკითხი და ვეცნობოდი ინფორმაციებს

  13. sandrooo 19/04/2013 at 11:06 AM

    მე ვთვლი რომ იეჰოვას მოწმეები ცდებიან და წმინდა წერილი არასწორად ესმით, რომ “ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“. თუ რომელიმე მოწმეს გაუჩნდება კითხვა “რატომ?” შეგხვდები და აგიხსნი მიზეზს.

    • marita 17/05/2013 at 1:59 AM

      sandrooo shen gaixaree es raa kaii sityvebiii daweree…iahhovas mowmeebooo ert citatas mogiyvaant…upaloo shenudaa mat rata ar ician ras iqman!!!!upalmaa shegindooot radgan ar arseboobs sisulele mimdevarii rom ar yavdeees!!!!!

    • zezva 29/09/2013 at 5:32 AM

      sandro am komentars ro naxav momwere tu shegidzlia

  14. iribka 26/05/2013 at 8:47 PM

    xalxno modi logikurad viazrovnot avigot eseti magaliti davushvat dedas mogiklaven danit tkven ras izamt? danas kiserze chamoikidebt? wadit xalxno sajaro bibliotekashi ezebet da mogecemat da naxet zveli biblia romelic ar sheucvlia da ar gadauketeba aravis waikitxet da naxavt rom gmertis saxeli iahovaa da ara ufalii an gmerti es mxolot wodebebia rogorc prezienti an meefe gaaxilet tvalebi ahova rtaderti cheshmariiti gmertia

  15. 98lanuki1998 25/06/2013 at 2:50 PM

    samwuxarod dges bevri ver xvdeba imas,rom gmerts saxeli aq da amas uaryopen.gmertma tavisi saxeli bibliis meshveobit gagvimjgavna da amitom sheuzlebelia is cruobdes…dges ki umetesobas visac biblia ar aq wakitxuli amas uaryops,amitom marto iehovas mowmeebi ar unda kitxulobdnen biblias girchevt tqvenc waikitxot.da gaarkviot cheshmaritia tu ara is religia sadac tqven xart.nutu ar gipiqriat,rom yvela religia swori ar aris…yvela xe tavisi nayopit amoicnoba..

    • marita 12/08/2013 at 6:48 PM

      vaii tqvens patroons ubeduurs martlaa :d mecinebaa raaa daa tqven ggoniaat rom biblias kitxuloobt daa sheicnoobt..???? siyalbees daa tqveneul versias kii…..
      iagovelebistvis turmee gemertii pirovnebaac yopilaaa idealurii pirovnebaa :D:D kargiit xalxoooo ras ibrmaveebt tavleebs sad ichexebiit vis motreuls religias miyvebiit? religiaac araa seqtaa seeeeeqtaaaaaaaaa.gamofxizldiit…eshmaks nuu uvardebiit xelshi

      • xatia 02/03/2014 at 4:08 PM

        Marituushkaaaaa sheurawyopis miyenebit cdilob sheni simartle daamtkico?Amit shens sidaunes amtkiceb Da ugunurebas:D sheni rwmenaa magas gaswavlis sheurawyopaa miayenee ReliGiasoo? Tuu iehovaas mowmeebi brmebi arian mash aq ra gindaa ratooo kitxulob Da saertood vici echvi grghniis:)haah

      • Inga Zeinklishvili 13/04/2014 at 1:01 PM

        tqveni qristianoba marto imashi chans rogor ilandgebit vai tqvens patrons ase arc eti iehovas mowme ar mogmartavt mcxvenia ro mec qistiani var tqvennairii da imisic ro tqven arsebobt da qristianebi gvqviat uwignureboo

    • აკაკი 27/08/2013 at 4:38 PM

      კარგი დავუშვათ, რომ ღმერთის სახელია იეღოვა (ისე ბიბლიის ქართულ თარგმანში ეს „სახელი“ არ წერია). ყველა სახელი რაღაცას ნიშნავს, მაგალითად ჩემი სახელი ნიშნავს არაბოროტს, კეთილს. რას ნიშნავს სახელი „იეღოვა“?

      • Wiederholen 29/08/2013 at 7:15 PM

        სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათბელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.-ამას ნისჰანვ “მატი აზრიტ”. (…)

  16. Wiederholen 25/08/2013 at 3:01 PM

    Eklesiuri ar var magram saertod qartvelma kacma an sxva erovnebisam ratom unda iwamos raselis mier vitom sheswavlili biblia da ra logikit unda vagiaro religia iahovas mowameoba? chemi azrit magas jobia saertod ar ifiqro religiaze vidre vigacis naazrevi gjerodes sicocxlis bolomde.

  17. nini zaqareishvili 03/10/2013 at 11:54 AM

    sisxlit moitanes da asetive sisxlit shemoitanes saqartveloshi qristianoba,istorias gadaxedet ra qristianobis migeba undodat mtebshi?mat aidzules religia sheecvalat.vajkacoba is aris rom shens azrs mtkiced daicav da tu xvdebi rom sheni azri am shemtxvevashi arasworia da mas tu sheicvli da daupirispirdebi dacinvis shishs es aris vajkacoba da gambedaoba.Tqven ra icit iehovas mowmeebi ris pasad icavdnen sakutar mrwamss?an rogor idzlierebdnen gvtisadmi ndobas?WWW.JW.org shegidzliat upro vrclad gaecnot iehovas mowmeebis warsuls.:p

  18. nini.ko 17/12/2013 at 7:37 PM

    xalxo gaunatleblobis zeimia pirdapir…mere raselis tu ar gjerat biblias gaecaniit da tqvenit amoicanit cheshmariteba..eg ukve dzan dabali donea adamianma rom ar icis gmertis saxeliii,ukve arc religia da arc mecniereba ar daobs magaze rom gmers iehova hqvia,ra shuashia aq qartveloba gmertii adamianebs erovnebis mixedvit ar yofs da rom ara pirveli wyvilis codva chveni,yvelas winapari iehovas tayvanismcemeli ar iqneboda?anu gamosasyidi ar gaxdeboda sachiroo da pirveladi tayvanismcemloba shenarchundebooda…icit ras getyvit?tavs imshidebt imit rom iehova ar arsebobs,magram tqven tavad rom monawileobt istoriul droshi,romelshic gmerti gamorchevas iwyebs jer verc xvdebiit.amtkicet tqveni qaris motanili dogmatebi da ganadgurebis dge rom dagatydebat ise gishvelian tqveni megobari demonebi rogorc noes dros

  19. renbrandi@mail.ru 19/01/2014 at 4:31 PM

    maritas minda vutxra me ar var iexovas mocme magram mjera ro gmerts iexova kvia tu gamoikvlev ikneb shenc mixvde rames da uazrod ar isrode sityvebs, biblia caikitxe umjobesia, upali ro idzaxi saxeli ar aris eg codebaaa rogorc mepe an vinme visac uplebebi akvs rameze tviton sityvas daukvirdi, elementaruli caikitxe mates 23 tavis 9\10 ikneb mixvde iidan mainc ro samgvdeloebis scavlebebi arascoria sibneleshi cxovrobs xalxi

  20. renbrandi@mail.ru 19/01/2014 at 4:39 PM

    samgvdeloebam shecvala gmertis saxeli uplit da magistvis daisjebiann es tvitonac ician dzalian kargad, da tu vinmes ainteresebs tu ras nishnavs i,x,v,x anu (iexova) nishnavs imas ro radac minda imad vikcevi amas idzaxis gmerti da es namdvilad esea, ra gasakviria am xalxis mosem 10 yvelaze didi sascauli mouxdina ebrael xalxs da iamtac ki ar jerodat bolomde

  21. renbrandi@mail.ru 19/01/2014 at 5:12 PM

    arcert religiaze ar aakvt iseti agresia xalxs rogorc iexovas mcmeebzee eshmaki magrat mushaobs ,, maladec yvela iexovas mocmes amden agresias ro itment pirvel saukuneshic ese iyo kristec da misi mocapeebic gmertma gakurtxot ertaderti mizezi ratomac ver ar var iexovas mocme is aris ro dzalian petkebadi var vigac maritas nairma idiotma ro rame mitxras unda gamelaxinos
    rogorc ceria psalmunebshi mixvdebian da sircxvil nachamebi ivlian roca gaigeben chem saxelso ese daemarteba im xalxs vinc dges uayops iexovas saxels

  22. renbrandi@mail.ru 21/01/2014 at 9:59 PM

    kargia dzmao ,e ar var iexovas mocme magram chemi megobrebi arian iexovas mocmeebi mec magito gamovikvlie es yvelaperi megoa arascor gzaze idgnen magram rogorc sxva yvela danarcheni mec vcdebodi ,,, saboolood davrcmundi ro gmerts iexova kvia da tu vinme ubralod cota mainc dainteresdeba da biblias caikitxavs aucileblad mixvdeba ro namdvili kristes mimdevrebi iexovas mocmeebi ariann vinme kadagshi chamitvlis ara ubralod mec zustad tkvenairad vpikrobdi da vdevnidi iexovas miocmeebs risic dzalian mcxvenia dges,,, magram gmerti yvela codvas patiobs adamians tu moinanieb gulit da kidev kargi ro ise gviyurebs rogorc mtvers da icis rom arasrulyopilebi vart da shecdomebs bevrs chavdivart ,, ise ro gviyurebdes rogorc srulyopolebs chvenc adam da evasavit tagvemarteboda gamgebma gaigos ,,,

    • gio 21/01/2014 at 10:12 PM

      kargia biblias tu ikvlev. da dzalian gamixarda sheni damokidebuleba iehovas mowmeebis mimart da albat es yvelaperi imaze miutitebs rom kargi adamiani xar. da mibadzav imedia shens megobrebs. gmerti yvelas patiobs shecdomebs ogond tu swori gzit moinanieb im codvas da agar gaimeoreb . es albat bibliashi wakitxuli geqneba da isic ici swori gza romelia. me vpiqrob adamiani brma unda iyo gansxvaveba rom ver dainaxo iehovas mowmeebs da sxva religias shoris. .. warmatebas gisurveb ravi swori gza ici da danarcheni shenzea aravin gadzalebs ( rogorc zogs goniat).. dzaan gamixarda : )))

  23. webber 15/03/2014 at 8:51 PM

    gamarjobat, vin gamesaubreba ragac kitxvebi maqvs tqvens religiastan dakavshirebit skype:

    • gio 21/03/2014 at 2:38 PM

      http://www.youtube.com/watch?v=jQLxiuqCfO4 აქ შეიძლება ნახო შენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი . ან შეგიძლია ამ მისამართზე შეხვიდე და შენთან ახლოს მოძებნო კრების შეხვედრის ადგილი და გაიგო შენ შეკითხვაზე პასუხი. http://www.jw.org/apps/GE_FRNsPnPBrTZGT
      თუ ვერაფერი მოახერხო დაწერე კიდევ …

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 754 other followers

%d bloggers like this: